დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 165 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 10/08/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.10.003.000.806 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №165
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350;
სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:
ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50;
სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები