დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 16/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.060.22.034.011.352 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.011.352
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №14
2008 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1
ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისა და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესსა და პირობებს.“.
2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) დაინტერესებული პირის მიერ გირავნობის რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სააგენტოში რეგისტრირებული არ არის.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
ერთსა და იმავე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გირავნობის რამდენიმეჯერ დარეგისტრირება. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.“.
4. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას.“.
5. წესიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი.
6. მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოგირავნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-11 მუხლის მოთხოვნებს;“.
7. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო;“.
8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17
ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა:
ა) თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) გარდაცვლილ პირზე;
გ) თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა.“.
9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;
ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემებზე შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მესაკუთრეების) შესახებ; ან
ბ) პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ან
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო ნიშნების, ნომრიანი აგრეგატების, საიდენტიფიკაციო კოდის, რეგისტრაციის საფუძვლის, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძვლის შესახებ).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის სახით, აგრეთვე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მესაკუთრეების) შესახებ ინფორმაციის გაცემისას, ცნობაში ჩაიწერება მესაკუთრის (მესაკუთრეების) სახელი, გვარი (სახელწოდება), რეგისტრაციის ადგილი (იურიდიული მისამართი).
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემისას ცნობაში ჩაიწერება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, სარეგისტრაციო ნიშნები.“.
10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი ან პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი ან სამეწარმეო კოდი) ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებული იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.“.
11. 21-ე მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-18 ან მე-20 მუხლების მოთხოვნებს;“.
12. წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის IV1 თავი:
თავი IV1.
იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი
მუხლი 211
1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;
ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებზე ინფორმაცია:
ა) იარაღის მესაკუთრეების შესახებ; ან
ბ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის შესახებ; ან
გ) იარაღის ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო მოწმობის №, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძველი, გაცემული ნებართვის სახე).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის, ასევე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 212
იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მუხლი 213
1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების 211 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; პირადი ნომერი) ან/და იარაღის ( მარკა; მოდელი ან იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებულ იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება იარაღის ან მისი მესაკუთრის/მოსარგებლე პირის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
მუხლი 214
იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:
ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების 211 ან 213 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) არსებობს შეზღუდვა აღნიშნულ იარაღზე ან მის მესაკუთრე/მოსარგებლე პირზე ინფორმაციის გაცემაზე.“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 10 იანვრიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები