,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 10/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.805
  • Word
164
31/07/2007
სსმ, 112, 10/08/2007
390.050.020.10.003.000.805
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. სამინისტროს მიერ ერთ წლამდე ვადით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს (რომელთა მოქმედების ვადა ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში არ არის ამოწურული), ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ავტომატურად გაუგრძელდეთ მოქმედების ვადა 2 თვით, რის თაობაზეც სამინისტროს მიერ შეიტანება შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სალიცენზიო რეესტრსა და ლიცენზიაში. აღნიშნულის თაობაზე ლიცენზიის ფორმაში გრაფასთან – „ლიცენზიის მოქმედების ვადა“ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რასაც სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი