„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 09/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.327
  • Word
8
09/01/2008
სსმ, 3, 09/01/2008
230.150.070.22.033.011.327
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.327

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №8

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.10.06წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,მ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი შემოტანილია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, და მის მიმართ დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი – ,,44.;

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე – არასაბაჟო ორგანოში წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საწყობის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს (დროებითი შენახვის საწყობს), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტს, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე. მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მფლობელის ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება. ამ მიზნით მოწმობის ელექტრონული ფორმატის დამატებით ფურცელში გრაფა „I“-ში გამოცხადების დადასტურების მიზნით ამ გრაფის განყოფილებაში ,,გამოცხადების თარიღი სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან ამოირჩევა თარიღი და სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება დრო. მოწმობის გადაცემიდან 2 საათის განმავლობაში საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია მოახდინოს მოწმობის რეგისტრაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან.

ნ. გილაური