„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 09/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
03/01/2008
სსმ, 3, 09/01/2008
010.240.030.22.033.011.321
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/01/2008 - 15/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.321

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 1

2008 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაი­სის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინის­ტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებით დამტკიცებულ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრა­ციული დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 14.09.05 წ., №107, მუხ. 1195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებე­ბი და დამა­ტებები:

ა) მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემ­დე­­გი რედაქციით:

    „მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილე­ბებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებ­ზე, უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, კონსულტან­ტებისა და დაქვემდებარებული სამმართველოების მეშ­ვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცა­ნებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით კუ­რა­ტორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუ­შ­აო­ბის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თა­ნამ­­დე­­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემ­თხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრუ­ლებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინის­ტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებით ახორ­ციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნ­ველ­ყოფის სამმართველო;“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვე­პუნქტები;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 მუხლები:

    „მუხლი 13. მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველო

მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანი­ზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მოქალაქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა;

გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ.

    მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „ა“ ქვე­პუ­ნქტით გათვალისწინებულისა, ამოქმედდეს გამოქვეყ­ნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 19 სექტემბრიდან.

ნ. გილაური