„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 16/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.320
  • Word
346
31/12/2007
სსმ, 6, 16/01/2008
220.090.000.18.011.011.320
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.320

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №346

2007 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ  დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის, 73-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ” საქართველოს  ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტის 2003 წლის 26 მარტის №70 ბრძანებით  დამტკიცებულ  დებულებაში (სსმ III, 07.04.03წ., №31, მუხ. 250) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კრედიტის მიმღები კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაცხადში განსაზღვრულ ვადაში, კრედიტის გაცემიდან მომდევნო საბანკო დღის ბოლომდე, დაფარვა. ამასთან, თუ კრედიტის გაცემის მომდევნო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს (შაბათი, კვირა, სადღესასწაულო დღეები), სესხის დაფარვა განხორციელდება პირველივე საბანკო დღეს. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი სასესხო დავალიანებაზე დაირიცხება არასამუშაო დღეების გათვალისწინებით (საპროცენტო განაკვეთების გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება არასამუშაო დღეების რაოდენობაც).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 31 დეკემბრიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი           დ. ამაღლობელი