,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.297
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
146
27/12/2007
010.170.000.22.029.011.297
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2018 - 07/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.297

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №146

2007 წლის 27 დეკემბერი

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 8 თებერვლის №8 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) ყოველთვიური ფულადი შემწეობის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. წესი განსაზღვრავს დევნილის ყოველთვიური ფულადი შემწეობის (შემდგომში – შემწეობა) გაცემის პირობებს და არეგულირებს შემწეობის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

3. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.

    მუხლი 2. შემწეობის გაცემის საფუძველი და ოდენობა

1. დევნილის შემწეობის გაცემის საფუძველია იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი.

2. შემწეობა გაიცემა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ყოველთვიურად წარდგენილი დევნილის სტატუსის მქონე პირთა სიის შესაბამისად, თვის ბოლო კვირის განმავლობაში შემწეობის გაცემის უზრუნველმყოფი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

3. დევნილის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

    მუხლი 3. შემწეობის გაცემის პირობები

1. შემწეობა გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე. შემწეობის მიღება ხდება მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. შემწეობის გაცემა ხდება ყოველი თვის ბოლოს. დაუშვებელია დევნილზე წინასწარ გაიცეს მომდევნო თვის შემწეობის თანხა.

 3. დევნილმა შემწეობის მისაღებად საბანკო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს დევნილის მოწმობა და პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

4. დევნილს შემწეობის თანხის მიღება შეუძლია, აგრეთვე მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო პლასტიკური ბარათით.

5. არასრულწლოვანი დევნილის შემწეობის მიმღებმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა საბანკო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს არასრულწლოვანი პირის დევნილის მოწმობა და დაბადების მოწმობა.

6. შემწეობა შეიძლება გაიცეს დევნილის კანონიერ წარმომადგენელზე ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე სხვა პირზე, ამ წესის ნორმების დაცვით.

7. საბანკო დაწესებულებაში წარსადგენი, შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა უნდა გაიცეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. შემწეობის გაცემის შეჩერება ან შეწყვეტა

1. დევნილს შემწეობა შეუჩერდება ან შეუწყდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით, 51 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. შემწეობის გაცემის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, შემწეობის გაცემა განახლდება შემწეობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის თვიდან მომდევნო თვეს.