დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 28/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.011.296 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.296
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №149
2007 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების (სსმ III, 12.11.2007, №159, მუხ.1758) პირველი პუნქტით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2008 წლის 1 იანვრამდე.“.
2. წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. 2004 წლის დევნილის მოწმობის ნიმუში ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე.“.
3. წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართების დაზუსტება განხორციელდეს 2008 წლის 1 იანვრამდე სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამინისტროს შესაბამისი ჯგუფების მეშვეობით.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
კ. სუბელიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები