დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1628 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 185, 27/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.011.288 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.288
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1628
2007 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 22.05.2006 წ., №69, მუხ. 873) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. დეპარტამენტს აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.“.
2. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
საფინანსო-სამეურნეო სამმართველო დეპარტამენტისა და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში წარდგენას;
გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს); დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირს _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
დ) ამზადებს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ოპერატიულ, სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ე) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს;
ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;
ზ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;
თ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);
ი) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;
ლ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;
მ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ინვენტარიზაციას;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;
ო) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;
პ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;
ჟ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;
რ) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილების – გამოყოფილი ფართობების), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
ს) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;
ტ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;
უ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;
ქ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;
ღ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;
ყ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგურ „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისათვის.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები