,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 10/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.800
  • Word
159
31/07/2007
სსმ, 112, 10/08/2007
040.030.000.10.003.000.800
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს ჯავახეთის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – კოლეჯს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალქალაქის პროფესიული სასწავლებელი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე ჯავახეთის ფილიალის ნაწილში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლე.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი აკადემიური უმაღლესი, პროფესიული უმაღლესი და სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ – კოლეჯი.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის – კოლეჯისათვის  შესაბამისი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის წესდების დამტკიცება.

9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი