,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 183, 25/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.280
  • Word
406
25/12/2007
სსმ, 183, 25/12/2007
100.070.000.22.027.011.280
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.280

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №406

2007 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999წ. №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ ,,მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში“ (დანართი №1) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს პირველი თავის დასახელება და სათაური;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (შემდგომში _ დაწესებულება) არის სასჯელაღსრულების ორგანო, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტის) სისტემაში.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება დირექტორმა შეიძლება გადასცეს დაწესებულების სხვა მოსამსახურეს;“.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999წ. №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ ,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესში“ (დანართი №2) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დაიცვას ეს შინაგანაწესი, დაწესებულებაში დადგენილი დღის წესრიგი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;“;

,,დ) სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში, ატაროს დაწესებული ფორმის ტანსაცმელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) გაყიდოს ან გამორჩენის მიზნით სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული საგნები, ნაკეთობები, სხვა ნივთები ან ნივთიერებები;“;

გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,ტ“, ,,უ“, ,,ფ“ ,,ქ“ და ,,ღ“  ქვეპუნქტები:

,,ჟ) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

რ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ს) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

ტ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

უ) იხმაუროს, რაც დაარღვევს წესრიგს და ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმებით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე;

ღ) ჩაიდინოს სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ შინაგანაწესს, კანონს ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს.“;

დ) ამოღებულ იქნეს 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტები;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

,,მუხლი 251. მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

1. მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც დაედო დისციპლინური სასჯელი, ამ შინაგანაწესის უხეში დარღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესს და პატიმრობის ვადას განსაზღვრავს ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისათვის მსჯავრდებულის მიერ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაითვლება:

ა) ერთი წლის განმავლობაში შინაგანაწესის განმეორებითი დარღვევა, თუ მსჯავრდებულს წინა დარღვევისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა ან დისციპლინური სასჯელის სახით დაკისრებული ჰქონდა კარცერში მოთავსება ან საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა;

ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ზ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,უ“, ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

3. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ე. ტყეშელაშვილი