„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 183, 25/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.274
  • Word
336
21/12/2007
სსმ, 183, 25/12/2007
220.090.000.18.011.011.274
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.274

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 336

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59- მუხლის 41 ნაწილის, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007 წ., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) გადასახადის გადამხდელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე პირი;“.

2. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა პირს უფლება აქვს შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) გადასახადის გადამხდელის დასახელება – ამ ველში შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი შემთხვევებიდან ერთ-ერთი:

თ.ა) სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი, თუ გადამხდელი ახდენს თავის საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული ველის „გადამხდელის დასახელების“ იდენტურად);

თ.ბ) იმ პირის სრული დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ვის მაგივრადაც ბიუჯეტში ხდება გადახდა.“.

4. მე-3 მუხლის მე–2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) გადახდის დანიშნულება (ტექსტობრივად) – მიეთითება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ გადახდასთან (საქონლის, შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების დასახელება, სასაქონლო საბუთების, ხელშეკრულებების ნომრები, თარიღები, წინასწარი გადახდები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული სხვის მაგივრად საბიუჯეტო გადახდების ფაქტი და სხვ.) ;“.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დამატებითი ინფორმაცია – სარეზერვო ველი დამატებითი ტექსტური ინფორმაციისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული სხვის მაგივრად საბიუჯეტო გადახდების შემთხვევაში, მიეთითება გადამხდელის (პირი, რომელიც ახდენს სახსრების გადახდას) საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);“.

6. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბანკს უფლება აქვს ამ მუხლის მე-14 პუნქტში მოცემული ოპერაციები შეასრულოს ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული ოპერაციის ელექტრონული არქივიდან აღდგენა და ბეჭდვა.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. იმ შემთხვევაში, თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.“.

8. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიზიკური პირი უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს როგორც სხვა ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე ან განახორციელოს ბიუჯეტის, ან სხვა გადახდა. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსლია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად.“.

9. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვები ხორციელდება ფიზიკური პირისგან მიღებული ფულადი სახსრების ხარჯზე, ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსილია ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვები აწარმოოს სხვა პირის მაგივრად“.

10. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“, „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტები.

11. მე-4 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საგადასახადო დავალების შევსებისას გასათვალისწინებელი თავისებურებები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ახდენს თავისი საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას, საგადასახადო დავალების რეკვიზიტი – „გადამხდელის დასახელება“ შეივსება არსებული წესით, ამასთან იგივე დასახელება, სავალდებულო წესით, იდენტურად გამეორდება საგადასახადო დავალების ველში „გადასახადის გადამხდელის დასახელება.“.

ამ შემთხვევაში (როდესაც გადამხდელი ახდენს თავის საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას) გრაფაში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ მიეთითება საგადასახადო ორგანოების მიერ ამ გადამხდელისათვის ან ფიზიკური პირისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);

ბ) თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელი ახდენს სხვისი საგადასახადო ვალდებულების დაფარვას, ასეთ შემთხვევაში „გადამხდელის დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის დასახელება, რომელიც ახდენს სახსრების გადახდას, ხოლო „გადასახადის გადამხდელის დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის სრული დასახელება (ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი), ვის მაგივრადაც ხდება გადახდა.

ასეთ შემთხვევაში (როდესაც გადამხდელი ახდენს სხვისი საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას) გრაფაში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ მიეთითება იმ პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა.“.

12. მე-8 დანართში მოცემული საგადასახადო დავალების ფორმა შეიცვალოს ამ ბრძანების თანდართული ახალი საგადასახადო დავალების ფორმით.

13. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 23 დეკემბრიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი დ. ამაღლობელი

 დანართი №8

 

საგადახდო დავალება № ___________

20––– წლის „___ „ ________________

 

გადამხდელის დასახელება __________________________________________

 

 ანგარიში __________________________________

 (დებეტი) __________________________________

 

გადამხდელის ბანკი_________________________ ბანკის კოდი __________

__________________________________________________________________

ივსება მხოლოდ სახელმწიფო ხაზინაში გადახდების დროს

 

გადასახადის გადამხდელის

დასახელება _______________________________________________________

გადასახადის გადამხდელის _______ ბიუჯეტის შემოსულობების_______

საიდენტიფიკაციო ნომერი _______ სახაზინო კოდი _______

__________________________________________________________________

 

მიმღების დასახელება _____________________________________________

 ანგარიში _____________________________________

 (კრედიტი) ____________________________________

 

მიმღების ბანკი __________________________ ბანკის კოდი _____________

__________________________________________________________________

გადახდის დანიშნულება ___________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია __________________________________________

__________________________________________________________________

 

 

 

თანხა

____________

 

 

 

თანხა სიტყვებით

___________

___________

___________

___________

 

 

____________

 

 

ბანკის აღნიშვნები:

 

ბანკში

შემოსვლის

თარიღი _____

 

ხელმოწერა:

 

 

შტამპის ადგილი

 

 ხელმოწერები: ბ.ა.