დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 19/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.060.000.43.048.011.272 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.43.048.011.272
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №41
2007 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულების მე-15 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებას (სსმ III, 23.08.2007წ., №119, მუხ.1306) დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,91. სამხედრო მოსამსახურეებს მიეცეთ უფლება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან. დაზღვევის ხარჯები ანაზღაურდეს მთლიანად წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ა. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები