“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე რჩევნებისა და პლებისციტისათვის საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე რჩევნებისა და პლებისციტისათვის საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 44/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 182, 24/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.270
  • Word
44/2007
22/12/2007
სსმ, 182, 24/12/2007
010.220.020.15.008.011.270
“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე რჩევნებისა და პლებისციტისათვის საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.270

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №44/2007

2007 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის� 5 იანვრის რიგგარეშე
არჩევნებისა და პლებისციტისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა
და ახალი ვადების დადგენის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა�ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტისათვის სიაში შეყვანის მიზნით, ამომრჩევლების რეგისტრაციის ბოლო ვადად, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში ან საკონსულო დაწესე�ბუ�ლებებში განისაზღვროს 2007 წლის 30 დეკემბერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონა�ცემების, ცესკოში გადმოცემის ბოლო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი.

3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული და ცესკოში არსებული შესაბამისი მონაცემების საფუძველზე ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სხვა სახელმწიფოებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობას, არა უგვიანეს 2008 წლის 2 იანვრისა.

4. სხვა სახელმწიფოებში შექმნლ საარჩევნო უბნებში საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა ტოლია ამ უბნებში ამომრჩეველთა საბოლოო და დამატებით 20% რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.

5. ცესკო შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენებსა და სხვა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას უგზავნის სხვა სახელმწიფოებში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

��� მუხლი 2

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევ�ნებისა და პლებისცისათვის კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს დამატებითი სიის მეშვეობით, თუკი იგი კენჭისყრის დღემდე დგას საკონსულო აღრიცხვაზე ან კენჭსყრის დღეს გაიარა საკონსულო აღრიცხვა, და არ არის შეყვანილი სხვა სახელმწიფოში გახსნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში.

ასეთი ამომრჩეველის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

��� მუხლი 3

სხვა სახელმწიფოშო შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში დამატებით სიაში შეყვანილი ამომრჩეველთა ხმების დათვლა განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით.

��� მუხლი 4

საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები შეუძ�ლიათ დანიშნონ ნებისმიერ დროს ამ უბნების მუშაობის დასრულებამდე.

��� მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 6

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე��� ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი� ��� გ. მჭედლიძე