დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისიის №35/2007 დადგენილებაში “საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/2007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 182, 24/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.15.008.011.269 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.269
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №43/2007
2007 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №35/2007 დადგენილებაში �საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის� საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 16 დეკემბერს მიღებული №35/2007 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევ-ნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
��თავი IX . საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები� მე-4 გვერდი აბზაცი:
�განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა შეიტანება ძირითადი შემაჯამებელი ოქმის მე-13 გრაფაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კონვერტების რაოდენობა არ აღემატება 15-ს და ითვლება სხვა დანარჩენ კონვერტებთან ერთად.�
გადატანილ იქნეს X თავში �საარჩევნო ყუთების გახსნა�.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე� ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი��� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები