დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის თაობაზე“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 21/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.011.261 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.261
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1788
2007 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის თაობაზე“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05წ., №144 მუხ. 1602) დამტკიცებული დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით:
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად | 20 | – |
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად | 12 | – |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე ქაფშიის და ქარსალის საჭერად | 6,5 | – |
| ქისა ბადე სხვა თევზების საჭერად | 12 |
|
| ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად |
6,5 |
|
| ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად |
12 |
|
| კონუსური ბადე | 12 |
|
| პარაშუტისებრი ბადე | 12 |
|
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 |
|
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) | 20 |
|
| სახლართი ბადე | 28 |
|
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 |
|
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები