დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 21/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.030.000.22.032.011.257 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.030.000.22.032.011.257
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-201
2007 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი (სსმ III, 16.09.2005 წ., №109, მუხლი 1206) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ერთიანი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატები არის რვა სახის და გაიცემა:
ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი 4);
ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეულ ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი 5);
გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი 6);
დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი 7);
ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი 8);
ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი 9);
ზ) საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი 10);
თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი 11).
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები