დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის № 9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1766 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 20/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.22.023.011.255 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.011.255
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1766
2007 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2006წ., №6, მუხ. 47) დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებსა, აღკვეთილებსა და დაცულ ლანდშაფტში ინფრასტრუქტურის მოწყობის ორგანიზება და დაცულ ტერიტორიებზე მის განხორციელებაზე კონტროლი;“.
3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებსა, აღკვეთილებში და დაცულ ლანდშაფტში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;“.
4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის მართვის სფეროში დასაქმებული კადრების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.“.
5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სამშენებლო საქმიანობასა და კეთილმოწყობის სამუშაოების ორგანიზებაში;“.
6. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი.“.
7. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;“.
8. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ეროვნულ პარკებში, აღკვეთილებში და დაცულ ლანდშაფტში რესურსებით სარგებლობის დაგეგმვა;“.
9. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების მართვა და ამ რესურსების განაწილების სქემის მომზადება;“.
10. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დაცული ტერიტორიების დეპარატამენტის ტერიტორიული ორგანოები
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ბ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
გ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ე) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ვ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
თ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ი) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
კ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ლ) იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
მ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ნ) ყორუღის აღკვეთილისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ო) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
პ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები