დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.170.000.10.003.000.796 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №155
2007 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №110 დადგენილებით დამტკიცებულ ,,დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში (სსმ III, 2007 წ., №78, მუხლი 837) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო რესურსის საერთო მოცულობის არა უმეტეს 20 (ოცი) პროცენტი გაიცემა დამწყებ მცირე და საშუალო საწარმოთა ტურისტული ბიზნესის დაფინანსებისათვის;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები