“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"

  • Word
“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"
დოკუმენტის ნომერი 37/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 179, 18/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.249
  • Word
37/2007
17/12/2007
სსმ, 179, 18/12/2007
010.220.020.15.008.011.249
“საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თოაბაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.249

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2007

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღეს მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1.

მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2008 წლის 5 იანვრის ჩათვლით შემდეგ საარჩევნო უბნებში:

1. №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის:

№16 კიტოხის, №17 მაქართის, №34 შატილის, №41 ბარისახოს, №42 გუდანის.

2. №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის:

№14 თუშეთის.

3. №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის:

№4 ახალციხის (ჯუთა), №8 ყანობის, №9 კობის და №10 გუდაურის.

4. №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის:

№16 ცანის.

5. №47 მესტიის საარჩევნო ოლქის:

№11 ადიშის, №12 იფარის, №13 კალის, №27 კიჩხულდაშის, №28 უშგულის, №30 ღეშდერის, №34 წვიმრის, №35 იელის, №39 ქვედა ველის და №40 იდლიანის.

��� მუხლი 2.

მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კენჭისყ�რის ჩატარების კონკრეტულ დღეს ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილ საარჩევნო უბნებსა და ვადებში, უშუალოდ განსაზღვრავენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებენ საქართ�ველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამ უბნებში კენჭისყრა ტარდება ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 24 საათისა.

��� მუხლი 3.

საარჩევნო ყუთები ილუქება და იგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლის პროცედურები განხორციელდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არა უადრეს 2008 წლის 5 იანვრის 20 საათისა.

��� მუხლი 4.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 5.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე �� �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი� ��� გ. მჭედლიძე