,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 350/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 179, 18/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.243
  • Word
350/ნ
17/12/2007
სსმ, 179, 18/12/2007
470.230.000.22.035.011.243
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.243

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  

 ბრძანება №350/ნ

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის 71/ნ ბრძანების (სსმ III, №35; 2007 წ., მუხ. 417) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 3

1. სამინისტროში აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამინისტროს დებულების შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე, გადასცენ სამინისტროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ჟურნალის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.

დ. ტყეშელაშვილი