„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 783
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 179, 18/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.241
  • Word
783
14/12/2007
სსმ, 179, 18/12/2007
120.010.000.22.026.011.241
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.241

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №783

2007 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში (სსმ III, 21.07.2006. №96, მუხ. 1288) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-11 მუხლის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) დაცვის სამსახური.“.

ბ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ესკორტით) უზრუნველყოფა;

გ) დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;

ვ) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულის შესახებ განცხადება-შეტყობინების მიღება და რეგისტრაცია;

ზ) სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპ რატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი