,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.230
  • Word
1293
17/12/2007
230.020.020.22.033.011.230
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.230

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 1293

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამო-ყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) ,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაე-მატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.“;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცე-დურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქ-ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაგ-ზავნის საბაჟო ორგანოში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (დანიშნულების ორ-განო), ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ საბაჟო ორგა-ნოში, სადაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშ-ვეობით განხორციელდა წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია და ამავე ორგანოში გამოიწერება მოწმობა.“;

გ) ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია);

გ) საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში ან დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;“;

დ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ამ დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.“;

ე) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური