დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1291 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 178, 17/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.020.22.033.011.228 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1291
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟი-მის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დროებით დასაწყობებულ საქონელზე განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
დროებით დასაწყობებულ საქონელზე ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-3–მე-10 მუხლებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები.“;
ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების შემოფარგლულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);“;
გ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-3 მუხლის 41 პუნქტი;
დ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე – საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა) არა უმეტეს 3 თვისა. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.“;
ე) ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე.“;
ვ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის 29-ე და 30-ე მუხლები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები