,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 20/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.219
  • Word
1260
11/12/2007
სსმ, 180, 20/12/2007
040.030.000.22.022.011.219
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.219

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1260

2007 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №576 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დროებითი წესდების“ (სსმ III, 05.06. 2006 წ., №75, მუხ. 998) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი