დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 13/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.040.000.22.027.011.213 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.011.213
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №389
2007 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ დამატების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 27.12.2005 წ., №150, მუხ. 1666) შეტანილი იქნეს შემდეგი დამატება:
მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:
,,8. ნოტარიუსი უფლებამოსილია მიიღოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით გაცემული დოკუმენტი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები