დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 13/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.011.211 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.211
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1246
2007 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.012.2006 წ., №8, მუხ. 78) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
გ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები