დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2002 წლის 9 დეკემბრის №280 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 13/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.210 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.210
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №1254
2007 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2002 წლის 9 დეკემბრის №280 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილების შესრულების მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2002 წლის 9 დეკემბრის №280 ბრძანება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები