,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 178, 17/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.207
  • Word
1735
06/12/2007
სსმ, 178, 17/12/2007
410.080.000.22.023.011.207
,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.207

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1735

2007 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 2005 წ., №144, მუხ. 1602) ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მეორე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.

2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3-ის) და/ან რეალიზაციის მიზნით.

3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

4. სანაპირო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.“.

2. დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო თევზჭერისას.“.

4. დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები

1. სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. სამრეწველო თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდეგში – ინსპექცია), განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის და მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით, აგრეთვე, მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე.

3. სანაპირო თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია ინსპექციას, განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით.

4. სამრეწველო და სანაპირო თევზჭერისას თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.

5. სამრეწველო და სანაპირო თევზჭერის განხორციელებისას სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.

6. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი და დალუქული ინსპექციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

7. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად:

ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;

ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;

გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);

დ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სამრეწველო თევზჭერისას ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;

ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სანაპირო თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.

8. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია. ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა ,,შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

9. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.

10. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი, ხოლო სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მცურავი საშუალების ნაცვლად მიეთითება თევზსაჭერი ბადე-იარაღის დასახელება და ნომერი.

11. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ინსპექციას.

12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

13. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი წარედგინება ინსპექციას.

14. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. 

15. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია წარადგინოს ინსპექციაში განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და მათში შესული ცვლილებების თაობაზე).“.

5. სარეწაო ჟურნალის ფორმა (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

დ. ჩანტლაძე

დანართი №3

სარეწაო ჟურნალი

თევზჭერის (ცდის) რიგითი ნომერი

თევზსაჭერი ბადე-იარაღის დასახელება

თევზჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო

ორიენტირებით ან გეოგრაფიული კოორდინატებით)

თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო

(წუთი, საათი, დღე, თვე, წელი)

თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრების

დრო (წუთი, საათი, დღე, თვე, წელი)

 

ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური

შეფასება (რაოდ. სახეობების მიხედვით, კგ-ში)

ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ)

თანჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ-ში)

 

შენიშვნა (თევზჭერისას ტექნიკური შეფერხებები, ფორსმაჟორული ვითარება და სხვა)

თევზჭერის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10