დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 10/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.011.199 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №1224
2007 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და „ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც ახორციელებენ სააღმზრდელო საქმიანობას მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო და დღის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა განთავსების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი
დანართი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება „ლილე“ – მის. ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება.
3. ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლი – მის. ქ. ქუთაისი.
4. მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მომავლის სახლი“ – მის. ქ. თბილისი, წურწუმიას ქ. №13.
5. კასპის ბავშვთა სახლი – მის. კასპის რაიონი, სოფ. ახალქალაქი.
6. სენაკის ბავშვთა სახლი – მის. ქ. სენაკი.
7. თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი – მის. ქ. თბილისი.
8. წყნეთის ბავშვთა სახლი – მის. ქ. თბილისი, დაბა წყნეთი.
9. მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ლამპიონი“ – მის. ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ.
10. მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „სათნოება“ – მის. ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება, ცისკარიშვილის №3.
11. კოჯრის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება – დაბა კოჯორი, რუხაძის ქ. №10.
12. რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულება – მის. ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. №24.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები