დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/2007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 04/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.010.15.008.011.190 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.190
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №29/2007
2007 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა არანაკლებ 50000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარადგინოს ცესკოს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში, რომელიც გადანომრილ ბლანკებს ლუქავს.
2. სიის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური ხსნის დალუქულ სიებს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერებს.
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი).
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული პასუხისმგებელი პირის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი).
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები