დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/2007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 04/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.010.15.008.011.189 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.189
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №30/2007
2007 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლისა და 1296 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ყველა სხვა დონის საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები