,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 04/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.025.011.182
105
28/11/2007
სსმ, 172, 04/12/2007
010.320.040.22.025.011.182
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება  105

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 4 აპრილის 21 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1-ლი აპრილის №71 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 4 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი. №39, მუხლი 416) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კანდიდატმა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №2).“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა 6 თვემდე.“.

4. მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟიორს უფლება აქვს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი იურიდიული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ბრძანებით მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიულ დეპარტამენტს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“

6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                                                                      ა. ხეთაგური