საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რგიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რგიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 30/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.173
25/2007
29/11/2007
სსმ, 170, 30/11/2007
010.210.010.15.008.011.173
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რგიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.173

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2007

2007 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალობის დამატებით უზრუნველოფის მიზნით კენჭისყრის დღისათვის კენჭისყრის შენობაში შეიძლება დამონტაჟდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა შემდეგი წესით:

კენჭისყრის შენობაში დამონტაჟდეს ორი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, რომელთაგან ერთი გააკონტროლებს გამჭირვალე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაგდების პროცესს, ხოლო მეორე – სარეგისტრაციო მაგიდებს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა კენჭისყრის შენობაში უნდა განლაგდეს ისე, რომ არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა.

    მუხლი 2.

კენჭისყრის შენობაში, სადაც განთავსებული იქნება ვიდეოსამეთვალ­ყურეო სისტემა, კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, ამ სისტემის მიერ გადაღებული მასალა გონივრულ ვადაში გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მასალას საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე გადასცემს ცესკოს.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                       გ. მჭედლიძე