დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 19/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.788 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №147
2007 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-4 მუხლის ,,ყ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ყ1) კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-5 მუხლის ,,შ“ და ,,შ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური.“;
დ) მე-11 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) იურიდიული დახმარების სამსახური;“;
ე) მე-12 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-13 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები