დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.011.171 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.171
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №367
2007 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის, ქურთას, ერედვის, აჟარის, თიღვის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
2. დებულების მე-2 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ, ქუთაისის, ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას.“.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„ 1. ტერიტორიული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო ათავისუფლებს შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. ტერიტორიული სამსახურის უფროსის გათავისუფლება უნდა შეთანხმდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლება ხდება დამსაქმებლის ინიციატივით.“.
4. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 5. ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, რომლებიც ქ. თბილისში ახორციელებენ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, სამოქმედო ტერიტორიაა:
ა) გლდანის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე სოფელი გლდანი და ზაჰესი;
ბ) დიდუბის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;
გ) ვაკის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე წყნეთი, ბეთანია და ახალდაბა;
დ) ისნის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;
ე) მთაწმინდა-კრწანისის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე წავკისი, კოჯორი, ოქროყანა, შინდისი და ტაბახმელა;
ვ) ნაძალადევის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;
ზ) საბურთალოს სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე სოფელი დიღომი და მუხათგვერდი;
თ) სამგორის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე დიდი ლილო და პატარა ლილო;
ი) ჩუღურეთის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს), სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია.
3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით, პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.
4. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამგზავრო პასპორტს გასცემს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახური.
5. დროებითი ბინადრობის მოწმობას გასცემს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის საგენტოს საბურთალოს, ვაკისა და ბათუმის სამსახურები.
6. ლტოვილის დროებით ბინადრობის მოწმობას „ ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლტოლვილად ცნობილ პირებზე გასცემენ მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბის და ახმეტის სამსახურები.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური.
8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ქურთას თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალისა და ჯავის რაიონების იმ დასახლებებით, რომლებიც არ განეკუთვნება ქურთას თემს.
9. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერედვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ერედვის თემით, ქალაქ ცხინვალით, ყოფილი ცხინვალისა და ჯავის რაიონების იმ დასახლებებით, რომლებიც არ განეკუთვნება ერედვის თემს.
10. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თიღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თიღვის თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალის, ჯავის და ზნაურის რაიონების იმ დასახლებებით, რომლებიც არ განეკუთვნება თიღვის თემს.
11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აჟარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა აჟარის თემი.
12. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ქორწინების რეგისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
5. დებულებიდან ამოღებულ იქნეს №1 დანართი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები