დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.020.22.033.011.168 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.033.011.168
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1241
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 04.07.05, №79, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ ბრძანებით განსაზღვრულ კატეგორიებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები