დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1521 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 30/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.034.011.165 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.011.165
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1521
2007 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ.909) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საქმიანობაზე.“.
2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველო;
ბ) ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) კინოლოგიის განყოფილება;
ე) რეგიონალური დანაყოფები.“.
3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენცია
1. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
გ) ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზის განხორციელებისათვის სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საჭირო საშუალებებით მომარაგებასა და მათ ხარჯვაზე კონტროლი;
დ) უზრუნველყოს გამოკვლევის პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვა.
2. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.
4. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;
ბ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი, ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის აქტიურად მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;
გ) თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლი;
დ) მთავარ სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების გაცნობა პირადი შემადგენლობისათვის;
ე) მთავარ სამმართველოში შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები