საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.161
21/2007
27/11/2007
სსმ, 168, 28/11/2007
010.210.010.15.008.011.161
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.161

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2007

2007 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათ­ვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელ­მო­წერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიები) საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცეს არა უგვიანეს 2 იანვრისა (კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-3 დღისა).

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                       გ. მჭედლიძე