დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.020.000.22.033.011.160 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.22.033.011.160
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1225
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (სსმ III, 25.08.04, №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
დ) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“.
2. პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები