დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.011.153 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.153
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1228
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (რეგიონალური ცენტრი);
ზ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები