„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 28/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.146
  • Word
327/ნ
26/11/2007
სსმ, 168, 28/11/2007
470.230.000.22.035.011.146
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.146

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №327/ნ

2007 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №18, მუხლი 210) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №5-ში (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. ბენეფიციართა აღრიცხვაზე აყვანა და ბარათების დარიგება განხორციელდება თანდართული წესის შესაბამისად (დანართი 51)“.

2. პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 51:

,,დანართი 51

ბენეფიციართა აღიცხვაზე აყვანის, ბარათის შევსებისა და გაცემის წესი

1. ,,მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება შემდეგი კომპონენტების ფარგლებში:

ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

2. აღრიცხვაზე აყვანისათვის პაციენტმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა (ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე) ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც დადასტურებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი;

ბ) პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;

გ) ბავშვების აღიცხვისას – ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი (ასევე აუცილებელია ბავშვის მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის დედანი და ასლი, მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/ასლი).

დ) 2 ფოტოსურათი.

3. აღრიცხვაზე აყვანის შემდგომ პაციენტს მიეცემა ბარათი, რომელიც ივსება შემდეგი მონაცემებით:

ა) პაციენტის სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;

დ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი;

ე) ფოტოსურათი.

4. ბარათი მოწმდება სააგენტოს ბეჭდით.

5. ბარათის ერთი ნაწილი გადაეცემა პაციენტს, ხოლო მეორე იდენტური ნაწილი რჩება სააგენტოში.

6. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებებში.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი