საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 166, 26/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.143
  • Word
19/2007
25/11/2007
სსმ, 166, 26/11/2007
010.190.020.15.008.011.143
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.100.020.15.008.011.143

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2007

2007 წლის 25 ნოემბერი

�ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 �საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დად-გენილებით დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრა-ციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე