დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/2007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 26/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.011.141 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.141
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №17/2007
2007 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დად-გენილებით დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.�
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრა-ციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდა-რული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე �ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები