„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 163, 20/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.115
  • Word
1218
14/11/2007
სსმ, 163, 20/11/2007
190.040.000.22.033.011.115
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.115

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1218

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 05.10.07, №139, მუხლი 1523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;“.

3. მე-9 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“.

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) უზრუნველყოფს საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმებას;

ა.ზ)   კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დარიცხვას, ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;“.

6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღებას, დადგენილი წესით აწარმოებს მონაცემთა ბაზებს და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილ ქვედანაყოფებს;“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ-ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;“.

8. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საბაჟო გამშვები პუნქტები „ლაგოდეხი“ და „სამთაწყარო“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური