,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 13/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.003
  • Word
59
12/03/2008
სსმ, 39, 13/03/2008
010.240.030.10.003.001.003
,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2008 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის         №19 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 თებერვლის №104 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებით (სსმ III, 2008 წ., №21, მუხლი 240) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ1“ ქვეპუნქტი:

,,ტ1) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს;“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრი მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ვ. გურგენიძე