„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 15/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.011.111
  • Word
352
14/11/2007
სსმ, 160, 15/11/2007
170.040.000.22.027.011.111
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.011.111

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №352

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 27.12.2005 წ., №150, მუხ. 1666) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა და უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“;

ბ) 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

,,31. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს უძრავი ქონების საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

ბ) ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს უძრავ ქონებასა და მასზე საკუთრების უფლების შესახებ;

გ) მონაცემებს უძრავ ქონებაზე ყადაღისა და სხვა უფლებრივი დატვირთვის შესახებ.

32. უძრავ ქონებაზე, რომელზეც საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მის თაობაზე არ არის დაცული მონაცემები ტექნიკური აღრიცხვის არქივში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს იმის თაობაზე, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ეს უძრავი ქონება ასევე არ არის აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის არქივში;

ბ) მონაცემებს უძრავ ქონებაზე ყადაღისა და სხვა უფლებრივი დატვირთვის შესახებ.

33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი