დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 06/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 19/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.25.017.011.091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/11/2007 - 26/12/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.25.017.011.091
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის
ბრძანება №1/002
2007 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის“ ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 8 იანვრის №6 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. მჭედლიშვილი
საქართველო
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია
სერია ______ ნომერი ______
გაცემულია ___________________________________________________________________________
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება.
____________________________________________________ (ინვესტორი) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „_____________“ „ ______________“ ______________ წელს დადებული ___________________________ ხელშეკრულების საფუძველზე. ლიცენზია შეიცავს აღნიშნული ხელშეკრულების იდენტურ პირობებს და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობაზე ხელშეკრულების __________ დანართში წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ფართობის შიგნით, რომელიც მოიცავს ___________________________________________
სალიცენზიო ფართობის ადგილმდებარეობა, რაიონის დასახელება
______________________________________________________________ რაიონ(ებ)ის ტერიტორიას.
ხელშეკრულებით განსაზღვრული სალიცენზიო ფართობი გეგმაზე _________________________
_________________________________________________________________________________კმ2-ია
(სიტყვიერად)
ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 ---- წლის „ _______“ „ _____________“ დან
20____ წლის „ _______“ „ ___________“ მდე
ლიცენზია გაცემულია _____________ წლით
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო,
ნავთობისა და გაზის ეროვნული ლიცენზიის მიმღები
სააგენტოს უფროსი
_________________________ _________________________
ხელმოწერა ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.
ლიცენზიის გაცემის თარიღი 20_____ წლის „ _________“ „ _______________“
ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები