დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 351 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 12/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.22.027.011.086 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.011.086
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №351
2007 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით (სსმ III, 13.07.2007წ., №101, მუხ. 1109) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის“ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს.“.
ბ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამსახურის საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება.“.
გ) დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები