დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №543 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1058 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 21/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.084 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.084
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1058
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №543 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №543 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტიტუტ ,,ოპტიკის“ დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 965) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსტიტუტი შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ ,,ოპტიკის ბაზაზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები